
კალანდობა გურია ში
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს, სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ჰყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა, ღამისმთევარი, თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქები გრძნეულ მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა...
ანა კალანდაძე.
…..რაც არ უნდა მშრალი იყოს ზამთარი, ძველით ახალ წელს მაინც გათოვდებაო, ამბობენ გურიაში და მართლებიც არიან-13 იანვრის ღამეს ყოველთვის თოვს,-დგება ნამდვილი ახალი წელი-კალანდა... მთებს ჩახუტებულ პატარა გურიაში კალანდა ჩიჩილაკთან ერთად შემოდის...
გურულების შობა-კალანდის ამბავი ასე დადგენილა...

ჩიჩილაკი
კალანდობის ,,მზის“ სხივები-ჩიჩილაკის ბურბუშელაა (საერთოდ კი დღეს სიმბოლურად წმინდა ბასილის წვერადაა მიჩნეული), თავად ჩიჩილაკი კი მზე. ზოგჯერ გურიაში 2 მეტრიან ჩიჩილაკებსაც თლიდნენ და ჯვრით ამკობდნენ, ხოლო ძირში სუროს უფენდნენ). ჩიჩილაკზე შემოხვეული სურო სიმბოლურად სინედლესა და სიცოცხლეს უბედებდა ოჯახს, რომელშიც ახალი წლის მეორე დღეს ფეხადს (მეკვლეს), კეთილი გულით გამორჩეულ კაცს, ბარაქა შეაქვს.
”ჩიჩილაკი - ”ბასილის ფაფუკი წვერები”, საახალწლოდ გამომცხვარი კაცის ფორმის პური - ”ბასილის პური”, მეკვლეს ლოცვა - ”გადმოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, გფარავდეთ წმინდა ბასილი, იმისი მადლით იყავით პურით და ღვინით აღვსილი!” დანარჩენი სურვილებიც მეკვლეს შემოაქვსოჯახში გურიაში ყველაზე ტრადიციულ სოფელ ბასილეთში, სადაც პირველი ჩიჩილაკი დამზადდა, ახალ წელს განსაკუთრებული ხიბლით ელოდებიან. სოფელში ტრადიცია არ ირღვევა - ნაძვისხის ნაცვლად, ყველა ოჯახში თხილის ღეროსგან დამზადებულ ჩიჩილაკს დგამენ. ახალი წლის ღამეს ვახშამს რომ მორჩებიან, ოჯახის უფროსი ჩიჩილაკის კეთებას იწყებს. თხილის ღეროს ნახევრად ათლილ ბურბუშელებს, წმინდა ბასილის წვერებს ადარებენ და ამით ხაზს უსვამენ სწრაფვას - წმინდა ბასილისებური სიკეთის, სიუხვის, ღვთისმოსაობისკენ.
გურიაში წმინდა ბასილის სახელთან დაკავშირებით კიდევ ერთი ტრადიციაა. როგორც ამბობენ, ქართულ პურს, საახალწლოდ, საგანგებოდ გამზადებული კაცის ფორმის ყალიბში ახალი წლის წინღამით აცხობდნენ: ”ამას ”ბასილის პურს” ვეძახდით. ოჯახის მეკვლე ჯერ ბეღელში შედის და ეს ”ბასილის პური” შეაქვს, როგორც მომავალი ხვავის, ბარაქის სიმბოლოს და მერე მოადგება სახლის კარს. ეს ტრადიცია რამდენიმე საუკუნის მანძილზე მოდის და გრძელდება. სოფელი ბასილეთი ერთადერთია მთელს გურიში სადაც ეს ტრადიცია არის შემონახული. ფერხვა და ფეხადი
ფერხვა ბედობის დღეა. ფეხადი ამ დღეს მარცვალს უყრის შინაურ ფრინველს და ზედ აყოლებს:- ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროზიო (ანუ სხვაშინაური ფრინველი). 13 შაშვი და 60 კვერცხიანი ღვეზელი
თურმე ქრისტეშობის მარხვას ,, დიდი ხორცით“ არ გაიხსნილებდნენ გურულები. გურია საშობაოდ ხაციცით ანუ ფრინველთა ხორცით იხსნილებდა- ოჯახის თითო წევრზე თითი ქათამი იკვლებოდა. ნათლულს კი ნათლიასთან 60 კვერცხითგამომცხვარი ღვეზელი მიჰქონდა. ღვეზელის მოსართავ კვერცხებს შუა ცეცხლთან, ჩელტზე აშრობდნენ, რომ არ ჩაშლილიყო. ოთხი კაცის ასაწევ კეცზე ღვეზელთან ერთად მასში ჩარჭობილი ცამეტი შაშვი იწვებოდა. მერე ეს ღვეზელ უზარმაზარ გიდელში გადაინაცვლებდა. მასშივე ჩააწყობდნენ, აგრეთვე, მოხარშულ ინდაურს, დედალს, თაფლს, არაყს, ჯანჯუხას...ოჯახის უფროსი ხელში დოქს დაიღერდა, გიდელს ზურგზე მოიკიდებდა და ნათლულს ნათლიასკენ მიუძღვებოდა...ასეთია ტრადიციულ გურიაში ტრადიციული ახალი წლის სამზადისი და დღესაწაული.
No comments:
Post a Comment