Wednesday, December 23, 2009

იოზეფ ჰაიდნის სახელთან დაკავშირებული გამოფენა

       ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის

ფარგლებში გაიხსნა ახალგაზრდა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ეძღვნება ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორის იოზეფ ჰაიდნის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გამოფენა გაიხსნა 2009 წ. 16 დეკემბერს, აკადემიის საგამოფენო დარბაზში. გამოფენის საზეიმო დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა 23 დეკემბერს, 16.00 სთ–ზე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო მუსიკოსი, რუსუდან ქუთათელადზე. 35 მონაწილედან ერთი გამარჯვებული გამოვლინდა. ანი გურამიშვილმა 4 ფერწერული ტილოთი "ჰაიდნის სერია წელიწადის დრონი" პირველი ადგილი მოიპოვა. ყველა მონაწილეს გადაეცა საჩუქარი.

ორგანიზატორების თქმით, ავტორების თანხმობის შენთხვევაში, ნამუშევრები 24-25 დეკემბერს გამოიფინება, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში.

Tuesday, December 22, 2009

რადიო და ინტრნეტ მაუწყებლობა

დღესდღეობით ქართულ ინტერნეტ სივრცეში სულ უფრო მჭირდოდ იკიდებს ფეხს ტელევიზიისა და რადიოს ინტერნეტ მაუწყებლობა. თუმცა ინტერნეტის შესაძლებლობები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და იგი უკვე გასცდა ტელე-არხების ტრანსლირების ფარგლებს. ვებ-სივრცეში გაჩნდა ტელევიზიები და რადიოები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში მაუწყებლობენ და მათ მიერ შეთავაზებული სატელევიზიო პროდუქტის ნახვა მხოლოდ ინტერნეტშია შესაძლებელი.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბევრი ინტერნეტ–ტელევიზია არსებობს, როგორებიცაა nettv.ge, რომლის ინტერნეტ საიტი განეკუთვნება ინტერნეტ ტელევიზიას და მიზნად ისახავს მომხმარებელს მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია თუ ტელე–გადაცემა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნიდან. აგრეთვე სხვა სახის ვიდეო მასალა, რომელიც მოიპოვება ინტერნეტში, შესაძლებელია გამოქვეყნებულ იქნეს ამ საიტზე. აგრეთვე ამ ინტერნეტ–ტელევიზიისთვის მისაღებია თქვენს მიერ შექმნილი ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნება წინასწარი შემოწმების შემდეგ.

დღეისთვის ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსებობსრამდენიმე ინტერნეტ–ტელევიზიები, მაგალითად: alo.ge- საიდანაც პირდაპირ ეთერში ყურების გარდა შესაძლებელია სხვადასხვა ფილმის, მუსიკისა თუ სურათების გადმოწერა. iptv.ge აქვს არქივი, სადაც შესაძლებელია გასული გადაცემების ყურება. ძალიან საინტერესო უცხოური ინტერნეტ–ტელევიზიები, როგორებიცაა: americanfree.tv, 4major.tv, რომელიც არის მუსიკალური, ასევე internet@tv, რომელიც არის კომპანია samsung ის ოფიციალური საიტი და ბოლოს საქართველოში ყველასათვის ნაცნობი და პოპილარული უცხოური ინტერნეტ საიტი youtube.com. რაც შეეხება ქართულ ინტერნეტ–რადიოს, ესენია: radio.ge, bat.ge, eva.ge. ასევე საინტერესოა უცხოური ინტერნეტ–რადიოებიც, როგორებიცაა: sky.fm, რომელიც არის ძალიან საინტერესო შემეცნებით გასართობი რადიო, e.radio, რომელიც არის ბერძნული ინტერნეტ–რადიო და kir.org, იგი არის საბავშვო გასართობი რადიო.

Wednesday, December 2, 2009

რუსთავი2 და მისი ინტერნეტ საიტის შედარება


განსხვავება ტელამაუწყებლობასა და ამ ტელევიზიის ინტრენეტ საიტს შორის დიდია. ტელევიზია არის მაუწყებლობა,რომლის ეთერშიდაც გადის სხვადასხვა სახის გადაცემები, მთავრდება ერთი, იწყება მეორე და ა.შ. აქ შეუძლებიელია ნახო ტელევიზიის არქივი,ან ნებისმიერი,ტელევიზიასთან დაკავშირებული ,რაიმე საკითხი იყოს ხელმისაწვდომი. ვებგვერდის შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. აქ იმასთან ერთად რომ ინტრნეტმომხმარებელს შეუძლია უყუროს მიმდინარე გადაცემებს, მას ასევე შესაძლებლობა აქვს ნახოს ამ ტელევიზიით გასული ნებისმიერი გადაცემის არქივი. ასევეა ''რუსთავი2''-ის შემთხვევაშიც .აქ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს ნებისმიერი გადაცემის არქივი,შევიდეს ფორუმზე , სადაც შესაძლებლობა აქვს დატოვოს კომენტარი, ნახოს ინფორმაცია ამ ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტების შესახებ, გაიგოს ამა თუ იმ გადაცემის თემატიკის შესახებ, აქვეა ინფორმაცია არხის ტექნიკური ბაზის შესახებ. მთავარ გვერდზეა რამდენიმე პოპულარული ვიდეო, ამინდის პროგნოზი და ა.შ. და რათქმაუნდა როგორც ვებსაიტების უმრავლესობაზე, აქაც განთავსებულია რამდენიმე რეკლამა. ესაა ჩემი აზრით, ერთი შეხედვით დანახული განსხვავება ტელევიზია''რუსთავი2''ს მაუწყებლობასა და მის ინტრნრტსაიტს ''Rustavi2.com'' შორის.

Tuesday, December 1, 2009

ინგლისური და აფროამერიკული ტრადიციები




ინგლისში
იმისათვის რომ დედოფალმა თავდაჯერებულმა და ბედნიერმა განვლოს ცხოვრების გზა, საქორწილო პროცესიის მსვლელობისას პატარა გოგონა ყვავილებს აბნევს გზადაგზა. ბილიკი წარმოადგენს მომავალი დაოჯახებული ცხოვრების სიმბოლოს, ხოლო მასზე გაბნეული ყვავილები – სიხარულსა და ბედნიერებას. პატარძლის მეგობრები ისეთივე კაბებს იცმევენ როგორიც დედოფალს აცვია, იმისათვის რომ არაკეთილმოსურნეებმა ვერ გამოარჩიონ დედოფალი მათ შორის და არ გათვალონ.ასევე იღბლიანობისათვის და წარმატებისათვის დედოფალს საქორწილო კაბის ქვეშ ნალებს აკერებენ. ძველი ინგლისური ტრადიციების მიხედვით პატარძალს ასევე შეუძლია ატაროს ნალი,რომელზეც შემოხვეული იქნება ბაფთები.

     ტრადიციულად ინგლისელი წყვილი ფიცს ეკლესიის გარეთ დებს, იმისათვის რომ ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს გახდეს ახალი ოჯახის დაბადების მოწმე.

  პატარძლის ინგლისური ნამცხვარი კეთდება თხილის, ქიშმიშის, ალუბლისა და ნუშის შგთავსით. ქორწილში ასევე ჩამოარიგებენ სიძის ნამცხვარსაც, რომელიც პატარაძლის ნამცხვრისაგან (რომელიც თეთრი ფერისაა) განსხვავებით მუქი ფერისაა და შოკოლადით მზადდება.



        აფრიკა, აფრო–ამერიკელების ტრადიციები

არანაირი მენდელსონი და ორკესტრი! ტრადიციული აფრიკული ქორწილები დოლისა და ნაციონალური (გიტარის მაგვარი) ინსტრუმენტების თანხლებით ტარდება.აფრიკაში მცხოვრებთათვის დამახასიათებელი ტრადიციული საცეკვაო მოძრაობები ცოლ–ქმრისა და მათი ახალი ოჯახის სიმბოლოს წარმოადგენს. არსებობს ასეთი საქორწილო ცერემონიაც, როცა სახლის პატრონები ლოცულობენ წინაპართა მიმართ, მათ შესთხოვენ მფარველობასა და დოვლათს, ხოლო სტუმრები ერთხმად პასუხობენ „აიე“, რაც ნიშნავს „დაე იყოს ასე“. ამის შემდეგ მთელს იატაკზე ასხამენ ნაკურთხ წყალს, ხოლო იმისათვის რომ ბოროტი სულები არ მივიდნენ ამ ცერემონიაზე, სპეციალური მცენარის ნამწვავ ბოლს ახჩოლებენ იქაურობას.

    კენიაში ქორწილის დროს პატარძალს ხელებს და ფეხებს რიტუალური ორნამენტებით უღებავენ, წითელ და შავ ფერებში . საღებავი მთელი წელი რჩება სხეულზე,  რაც სიმბოლურად ქალის ახალ სტატუსს განსაზღვრავს.

    ოდესღაც ა.შ.შ.– ში წაყვანილმა აფრიკელმა მონებმა, რამდენადაც შეძლეს შემოინახეს თავიანთი საქორწილო ტრადიციები და რიტუალები. ასე მაგალითად. აფრო ამერიკელებმა ა.შ.შ.–ში ჩაიტანეს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც საქორწილო ცერემონიის დროს სიძე და პატარძალი უნდა გადამხტარიყვნენ რაიმე ბარიერზე, რითაც ხაზს უსვამდნენ თავიანთ კავშირს.

   კგატლას ტომში (სამხრეთ აფრიკა) არსებობდა ტრადიცია, რის მიხედვითაც პატარძალი ქორწილის მეორე დღეს აუცილებლად უნდა მიხმარებოდა სხვა ქალებს სახლის დასუფთავებაში. ამით იგი თავისი მზადყოფნის დემონსტრირებას ახდენდა,გაძღოლოდა საოჯახო საქმეებს სანამ თავის ადგილს მყარად დაიმკვიდრებდა თავის ახალ ოჯახში.

Wednesday, November 4, 2009

ქართული საინფორმაციო საიტები

სამი საინფორმაციო საიტი, რომელიც ჩვენ მიმოვიხილეთ პირველიდან ხუთი ნოემბრის
ჩათვლით, მათი ქტიურობის და ინფორმაციულობის მხრივ ასე გამოიყურება: http://www.newsgeorgia.ge/ -არ განახლებულა არცერთი მისი სფერო პირველი მარტის შემდეგ. http://www.presa.ge/ კი ასე გამოიყურება:პოლიტიკის შესახებ საიტზე განთავსებულია 12 სტატია,ეკონომიკაზე არის 6 და კულტურაზე მხოლოდ ერთი სტატია.რაც შეეხება http://www.ambebi.ge/ აქ დანარჩენ ორ საიტთან შედარებით ინფორმაციულობის განახლების და სიმრავლის მხრივ სიუხვეა.პოლიტიკაზე განთავსებულია 24 სტატია,ეკონომიკაზე 11,კულტურაზე კი 20.ასეთია ქართული სანფორმაციო ვებგვერდების სტატისტიკური მონაცემი ხუთი დღის განმავლობაში,მათი განახლებადობის და ახალი ამბების სიუხვის მიხედვით.

Wednesday, October 21, 2009

ქათული საახალწლო ტრადიციები


                                                                                                              






            კალანდობა გურია ში
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს, სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ჰყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა, ღამისმთევარი, თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქები გრძნეულ მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა...
ანა კალანდაძე.
…..რაც არ უნდა მშრალი იყოს ზამთარი, ძველით ახალ წელს მაინც გათოვდებაო, ამბობენ გურიაში და მართლებიც არიან-13 იანვრის ღამეს ყოველთვის თოვს,-დგება ნამდვილი ახალი წელი-კალანდა... მთებს ჩახუტებულ პატარა გურიაში კალანდა ჩიჩილაკთან ერთად შემოდის...
გურულების შობა-კალანდის ამბავი ასე დადგენილა...



ჩიჩილაკი
კალანდობის ,,მზის“ სხივები-ჩიჩილაკის ბურბუშელაა (საერთოდ კი დღეს სიმბოლურად წმინდა ბასილის წვერადაა მიჩნეული), თავად ჩიჩილაკი კი მზე. ზოგჯერ გურიაში 2 მეტრიან ჩიჩილაკებსაც თლიდნენ და ჯვრით ამკობდნენ, ხოლო ძირში სუროს უფენდნენ). ჩიჩილაკზე შემოხვეული სურო სიმბოლურად სინედლესა და სიცოცხლეს უბედებდა ოჯახს, რომელშიც ახალი წლის მეორე დღეს ფეხადს (მეკვლეს), კეთილი გულით გამორჩეულ კაცს,  ბარაქა შეაქვს.
”ჩიჩილაკი - ”ბასილის ფაფუკი წვერები”, საახალწლოდ გამომცხვარი კაცის ფორმის პური - ”ბასილის პური”, მეკვლეს ლოცვა - ”გადმოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, გფარავდეთ წმინდა ბასილი, იმისი მადლით იყავით პურით და ღვინით აღვსილი!” დანარჩენი სურვილებიც მეკვლეს შემოაქვსოჯახში გურიაში ყველაზე ტრადიციულ სოფელ ბასილეთში, სადაც პირველი ჩიჩილაკი დამზადდა, ახალ წელს განსაკუთრებული ხიბლით ელოდებიან. სოფელში ტრადიცია არ ირღვევა - ნაძვისხის ნაცვლად, ყველა ოჯახში თხილის ღეროსგან დამზადებულ ჩიჩილაკს დგამენ. ახალი წლის ღამეს ვახშამს რომ მორჩებიან, ოჯახის უფროსი ჩიჩილაკის კეთებას იწყებს. თხილის ღეროს ნახევრად ათლილ ბურბუშელებს, წმინდა ბასილის წვერებს ადარებენ და ამით ხაზს უსვამენ სწრაფვას - წმინდა ბასილისებური სიკეთის, სიუხვის, ღვთისმოსაობისკენ.
გურიაში წმინდა ბასილის სახელთან დაკავშირებით კიდევ ერთი ტრადიციაა. როგორც ამბობენ,  ქართულ პურს, საახალწლოდ, საგანგებოდ გამზადებული კაცის ფორმის ყალიბში ახალი წლის წინღამით აცხობდნენ: ”ამას ”ბასილის პურს” ვეძახდით. ოჯახის მეკვლე ჯერ ბეღელში შედის და ეს ”ბასილის პური” შეაქვს, როგორც მომავალი ხვავის, ბარაქის სიმბოლოს და მერე მოადგება სახლის კარს. ეს ტრადიცია რამდენიმე საუკუნის მანძილზე მოდის და გრძელდება. სოფელი ბასილეთი ერთადერთია მთელს გურიში სადაც ეს ტრადიცია არის შემონახული.                                      ფერხვა და ფეხადი
ფერხვა ბედობის დღეა. ფეხადი ამ დღეს მარცვალს უყრის შინაურ ფრინველს და ზედ აყოლებს:- ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროზიო (ანუ სხვაშინაური ფრინველი). 13 შაშვი და 60 კვერცხიანი ღვეზელი
თურმე ქრისტეშობის მარხვას ,, დიდი ხორცით“ არ გაიხსნილებდნენ გურულები. გურია საშობაოდ ხაციცით ანუ ფრინველთა ხორცით იხსნილებდა- ოჯახის თითო წევრზე თითი ქათამი იკვლებოდა. ნათლულს კი ნათლიასთან 60 კვერცხითგამომცხვარი ღვეზელი მიჰქონდა. ღვეზელის მოსართავ კვერცხებს შუა ცეცხლთან, ჩელტზე აშრობდნენ, რომ არ ჩაშლილიყო. ოთხი კაცის ასაწევ კეცზე ღვეზელთან ერთად მასში ჩარჭობილი ცამეტი შაშვი იწვებოდა. მერე ეს ღვეზელ უზარმაზარ გიდელში გადაინაცვლებდა. მასშივე ჩააწყობდნენ, აგრეთვე, მოხარშულ ინდაურს, დედალს, თაფლს, არაყს, ჯანჯუხას...ოჯახის უფროსი ხელში დოქს დაიღერდა, გიდელს ზურგზე მოიკიდებდა და ნათლულს ნათლიასკენ მიუძღვებოდა...ასეთია ტრადიციულ გურიაში ტრადიციული ახალი წლის სამზადისი და დღესაწაული.

Tuesday, October 20, 2009

საქორწინო ტრადიციები







    ესპანეთში ერთ-ერთი საახალწლო ჩვეულება ეროტიული კულტის ნიშნებს ატარებს, რომელსაც ახლაც იცავენ ქვეყნის ბევრ სოფელში, თუმცა უკვე ამ ყველაფერს ხუმრობის სახე აქვს. ეს არის ფიქტიური ქორწინება. ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან – რაიმე ღრმა ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თვითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ამგვარად, ბიჭები ირჩევენ “საცოლეებს, ხოლო გოგონები – “საქმროებს’’. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ესპანეთში საჩუქრებს ორჯერ ჩუქნიან ერთმანეთს: ერთხელ საშობაოდ, ხოლო მეორედ ახალი წლის ღამეს. შობას მიღებულია რაიმე რომანტიულის ჩუქება, ხოლო ახალ წელს – პრაქტიკული საჩუქრის.

Wednesday, October 7, 2009

ჩემი პროფესია

       მე ვარ მარიამი, 19 წლის.ვსწავლობ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იდეაში ჟურნალისტობა მინდა, მაგრამ რადგანაც ჩემს უნივერსიტეტს ჟუნალისტიკა, როგორც ძირითადი ფაკულტეტი არ გააჩნია,საქართველოს ისტოორიას ვეუფლები,როგორც ძირითად პროფესიას,რომლოს შესწავლაც ძალიან საინტერესო და აუცილებელიცაა ,ჩემი აზრით,ყველა ქართველისათვის. რაც შეეხება ჟურნალისტიკას, ის ჩემი მეორადი პროფესიაა და მიუხედავად იმისა რომ არ არის გარემო და საშუალება იმისა რომ ვისწავლო ისე როგორც ’’საჭიროა’’, მე მაინც დიდი მონდომებით და პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ პროფესიას. აი ეს არის ამბავი ჩემი არ შემდგარი ჟურნალისტობის შესახებ.