Wednesday, December 23, 2009

იოზეფ ჰაიდნის სახელთან დაკავშირებული გამოფენა

       ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის

ფარგლებში გაიხსნა ახალგაზრდა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ეძღვნება ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორის იოზეფ ჰაიდნის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გამოფენა გაიხსნა 2009 წ. 16 დეკემბერს, აკადემიის საგამოფენო დარბაზში. გამოფენის საზეიმო დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა 23 დეკემბერს, 16.00 სთ–ზე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო მუსიკოსი, რუსუდან ქუთათელადზე. 35 მონაწილედან ერთი გამარჯვებული გამოვლინდა. ანი გურამიშვილმა 4 ფერწერული ტილოთი "ჰაიდნის სერია წელიწადის დრონი" პირველი ადგილი მოიპოვა. ყველა მონაწილეს გადაეცა საჩუქარი.

ორგანიზატორების თქმით, ავტორების თანხმობის შენთხვევაში, ნამუშევრები 24-25 დეკემბერს გამოიფინება, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში.

No comments:

Post a Comment