Wednesday, January 20, 2010

ქართველ ემიგრანტთა ინტერნეტ გამოცემები

ქართველები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში არიან ემიგრირებულნი.ზოგან ნაკლები რაოდენობით ,ზოგან კი შედარებით ბევრნი.ისინი ცხოვრობონ სამშობლოდან შორს და ცდილობენ ნებიმიერი ხერხით იყვნენ მუდმივ კავშირში საქართველოსთან. არსებობს მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ გამოცემები, რომლებშიც ძირითადად ინფორმაცია საქართველოზე, აქ მიმდინარე ცხოვრებაზე და მათ იქაურ ყოფაზეა.მაგალითად ასეთი გამოცემაა http://www.pogleda.name/ სადაც განთავსებულია ვიდეოები სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველებზე. http://www.qartvelo.net/ კი პატარ-პატარა სტატიებია ასევე სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებზე. ამ საიტით შესაძლებელია ქართული ტელევიზიების პირდაპირ ეთერში ყურება. www.fesvebi.ge უახსლესი საიტია, ემიგრანტებისთვის შექმნილი, აქ არის გახსნილი ფორუმები, არის გზები ემიგრანტთა ახლობლებთან დასაკავშირებლად, გამოქვეყნებულია სტატიები.ასევე უამრავი ბლოგია გახსნილი ამ თემასთან დაკავშირებით და მათი შემქმნელები უმეტესწილად თავად ემიგრანტები არიან. ეს ბლოგები ძირითადად დარეგისტრირებულია http://www.face.ge

No comments:

Post a Comment